Saturday, November 7, 2009

,,ჩვენ თქვენს გვერდით ვართ''


პროექტის სახელი: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ
პროექტის მოკლე აღწერა:დავეხმაროთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ესტუმრებიან სურამის ბავშვთა სახლს,გაეცნობიან აღსაზრდელების ყოფას,მათთან დაახლოების მიზნით ისაუბრებენ,ითამაშებენ,გადაიღებენ სურათებს და გადასცემენ
ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრებს.
მონაწილეთა ასაკი:X კლასი
ვადები:ორი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ბავშვთა სახლების შესახებ,შეარჩევენ ს
ტუმრობის ობიექტს და იზრუნებენ საჩუქრების შეძენაზე.
მოსალოდნელი შედეგები: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სათნოების და თანადგომის გრძნობის გაღვივებას.

სარგებელი სხვებისთვის:მშობლების სითბოს მოკლებული აღსაზრდელები იგრძნობენ თანატოლების სითბოს და სიყვარულს.
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი:მაია ქურდაძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა:maia.kurdadze3